შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ააიპ ,,სპეციალური სერვისები“ ქალაქის მოსახლეობას სიახლეს სთავაზობს
03.10.2018
უკან დაბრუნება
ააიპ ,,სპეციალური სერვისები“ ქალაქის მოსახლეობას სიახლეს სთავაზობს. დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ნაგვის ურნები ახლით შეიცვალა. კონტეინერები ვიზუალურად და მოცულობითაც განსხვავებულია. როგორც ჩვენთან საუბარში ,,სპეციალური სერვისების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, გიორგი მჟავანაძემ აღნიშნა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჯამში 200 სანაგვე კონტეინერი განთავსდა. ახალი ურნების დადგმა ქალაქის სხვადასხვა უბანშიც იგეგმება.