შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მსოფლიო ჩემპიონი ბესიკ მიქელთაძე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან მშრალ შიმშილობას იწყებს
01.10.2018
უკან დაბრუნება
მსოფლიო ჩემპიონი ბესიკ მიქელთაძე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან მშრალ შიმშილობას იწყებს. მიქელთაძე პროტესტის უკიდურესი ფორმით, ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებს. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მსოფლიო ჩემპიონის თქმით, შიმშილს მანამ გააგრძელებს, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობისგან გარანტიას არ მიიღებს, რომ პარლამენტს ქუთაისში დატოვებენ.