შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ”ტორპედო“- საჩხერის „ჩიხურა“ -1:0
17.09.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის ტორპედომ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა. მატჩი დაძაბულ ვითარებაში და სანახაობრივად საინტერესოდ მიმდინარეობდა, პირველი ტაიმი ანგარიშით 0:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში გოლი ტორპედოელმა ლევან კუტალიამ გაიტანა. შეხვედრა , შესაბამისად , ტორპედოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას ქუთაისის ტორპედო , 19 სექტემბერს , დავით ყიფიანის სახელობის თასზე , რუსთავის რუსთავთან გამართავს.