შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მარიამ ჯაშმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც განათლების სფეროში ახალი სასწავლო წლისათვის არის დაგეგმილი
05.09.2018
უკან დაბრუნება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, პლენარულ სხდომაზე, იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც განათლების სფეროში ახალი სასწავლო წლისათვის არის დაგეგმილი. როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, კახეთსა და ქვემო ქართლში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით, 30 ახალი სკოლა აშენდა, ხოლო განათლების სამინისტროს რესურსებით, ქვეყნის მასშტაბით, 20 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მარიამ ჯაშმა ინკლუზიური სწავლების კუთხით გატარებულ სიახლეებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.