შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფოთში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
05.09.2018
უკან დაბრუნება
ფოთში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 16 წლის მოზარდი ამჟამად, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია. პაციენტი შემდგომი ოპერაციისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ფოთში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაღუპულია ერთი ადამიანი და სამი დაშავებულია. მათ სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდათ. თუ რა მოწყობილობაზეა საუბარი ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.