შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორ მუშაობს პარკინგსერვისი ქუთაისში
04.09.2018
უკან დაბრუნება
2016 წლის 25 იანვრიდან ქუთაისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც დღემდე ძალაშია. იმისათვის რომ პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებში , მძღოლმა მანქანა გააჩეროს, გადასახადის გადახდაა აუცილებელი. ქალაქში პარკინგსერვისი მეტნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა მძღოლების მხრიდან არის შენიშვნებიც. მათი განცხადებით, სადგომები არასაკმარისია და ხშირია დაჯარიმებები. აღნიშნული საკითხით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და შ.პ.ს პარკინგსერვისის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს გაესაუბრა. სრულიად სხვაგვარი მოსაზრება აქვს მირანდა წივწივაძეს, მისი თქმით, მათ ვინც პარკინგის გადასახადს იხდის გარკვეული პრიორიტეტით სარგებლობს.