ფეხბურთში ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ერთ-ერთი მატჩი ქუთაისში გაიმართა
03.09.2018
უკან დაბრუნება
ფეხბურთში ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ერთ-ერთი მატჩი ქუთაისში გაიმართა. რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონე „ტორპედომ“ „სამტრედია“ მიიღო და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 5:2 დაამარცხა. 1-ლი ტაიმი სამტრედიელთა უპირატესობით 2:1 დასრულდა, თუმცა ტორპედოელებმა მე-2 ტაიმში სრული მობილიზება გამოიჩინეს და მეტოქეს 4 უპასუხიო გოლი გაუტანეს. ქუთაისის საფეხბურთო კლუბი მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს სტუმრად „რუსთავთან“ გამართავს