2018 წლის ზაფხულზე ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯა
03.09.2018
უკან დაბრუნება
2018 წლის ზაფხულზე ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეგიონული განვითარების ფონდიდან გადმორიცხული თანხა სულ 28 საგზაო მონაკვეთზე გადანაწილდა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ პროექტების დიდი ნაწილი დასრულებულია. ოპოზიციაში ამბობენ რომ პროექტების დაგეგმვის დროს ზოგჯერ არ ხდება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება.