საკრებულოს თავმჯდომარემ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს მიულოცა
17.12.2015
უკან დაბრუნება
სოს ბავშვთა სოფლის ახალგაზრდებმა დღეს თერჯოლის საქველმოქმედო ორგანიზაცია იმედის სახლის წარმომადგენლებსა და ბენეფიციარებს უმასპინძლა. ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით პატარებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს.დღესასწაული პატარებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა საკრებულოს მოადგილეებთან ერთად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.სოს ბავშვთა სოფელი, საქველმოქმედო ორგანიზაცია იმედის სახლის ბენეფიციარებთან ერთად სამომავლოდ საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს.