მართლადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანების კვირიკესა და ივლიტას ხსენებას აღნიშნავს
28.07.2018
უკან დაბრუნება
მართლადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამეების - კვირიკესა და მისი დედის, ივლიტას ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთის მსახურება აღევლინა. წმინდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიაში ცხოვრობდნენ. წმინდა ივლიტა დიდგვაროვანი იყო და ადრე დაქვრივებული კვირიკეს ზრდიდა. ისინი მართმადიდებლობისათვის ეწამნენ. ამ დროს წმინდა კვირიკე მხოლოდ 3 წლის იყო, წმინდა ივლიტას ქრისტეს სარწმუნოებისათვის რკინის წვერ-ბასრით აწამებდნენ.