ქუთაისის ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ახალგაზრდა მხატვრის თეონა აბზიანიძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ატრილის და ზეთოვანი საღებავებით შესრულებულ 20-მდე ნამუშევარში ძირითადად პეიზაჟებია წარმოდგენილი. ეს მხატვრის რიგით პირველი პერსონალური გამოფენაა. ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.