ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ
26.07.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ. ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, რომ ჭიღვარიას მერობის პირობებში ააიპ-ების სახელფასო ფონდი ერთი მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა. როგორც ლეიბორისტული პარტიის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე ამბობს, ქალაქის მერმა ხელფასების შერჩევით მხოლოდ ქართული ოცნების პრივილეგირებულ წევრებს და მასთან დაახლოებულ პირებს გაუზარდა. ბრალდებებს მერიაში არ უპასუხეს.