შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა კომენტარები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში დავით სანაკოევის განცხადებას
17.12.2015
უკან დაბრუნება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განცხადება გაკეთება.მისი განმარტებით პანკისის ხეობაში, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მობილიზაცია ხდება,რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ბაზას და იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის.დავით სანაკოევის განცხადებაზე დღეს კომენტარები საკანონმდებლო ორგანოში გააკეთეს.უმრავლესობის შეფასებით საქმე პროვოკაციულ განცხადებასთან გვაქვს,რასაც მოქმედი ხელისუფლება არ წამოეგება.