ქუთაისის საფეხბურთო კლუბი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მოსაპოვებლად ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს. ,,ტორპედომ" მეოთხედფინალური განმეორებითი მატჩი თბილისის "დინამოსთან" დედაქალაქში დინამო-არენაზე გამართა და 2:1 დამარცხდა. გუნდებს შორის პირველი მატჩი 2 დეკემბერს ქუთაისში გაიმართა, მაშინ "ტორპედო" მეტოქესთან 1:0 დამარცხდა.