ოპოზიციურმა გაერთიანებამ ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა
18.07.2018
უკან დაბრუნება
ოპოზიციურმა გაერთიანებამ ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა ბაგრატის ტაძრის ეზოში მოხდა, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 პოლიტიკური პარტიის სახელით გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს. ქუთაისში პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენას ოპოზიციური ერთობის პარტიების ლიდერებთან ერთად, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი და ცნობილი ბანი პაატა ბურჭულაძე ესწრებიან.საქართველოს ისტორიაში რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ვინაობა მალე ოფიციალურად ცნობილი გახდება.პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი სავარაუდოდ დავით ბაქრაძე იქნება, რომელსაც ევროპული საქართველო წარადგენს ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის ბრძოლის შესახებ განაცხადი გაკეთებული აქვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილსაც.არსებობს მოსაზრება, რომ მმართველი პარტია,მხარს ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა დაასახელოს.