მიმდინარე კვირას დეპუტატები მეორე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ
16.12.2015
უკან დაბრუნება
მიმდინარე კვირას დეპუტატები მეორე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც მმართველი გუნდის მიერაა ინიცირებული. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ოლქების დაზუსტება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით ხდება. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებებს არაფერი საერთო არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ისინი წარმოდგენილ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.