ხვალ,12 საათზე საქართველოს სოფლის მეუნეობის სამინისტროს ოგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, სამეფო კომპლექს ,,ოქროს ჩარდახის“ ეზოში ,,ქართული ღვინის დღე“ გაიმართება. გაიშლება კარვები, რომელიც გაფორმდება ვაზის და ღვინის ამსახველი ფოტოებით. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა და აუქციონები, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშების, ასევე ღვინო-პროდუქციის. გაიმართება ფოლკლორულ-კულტურული ღონისძიებები. ღვინის მწარმოებელი კომპანიები წარადგენენ თავიანთ პროდუქციას.