საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
02.07.2018
უკან დაბრუნება
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად გამოცდებს 39 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს. ქუთაისში 3 საგამოცდო ცენტრი მუშაობს N1, N41 და N23 საჯარო სკოლებში. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არ გამოცხადდა 7 აბიტურიენტი.