ქუთაისის მერიაში განაშენიანებისა და რეგულირების ახალი წესის საჯარო განხილვა მოეწყო
30.06.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში განაშენიანებისა და რეგულირების ახალი წესის საჯარო განხილვა მოეწყო, რომელსაც მერის მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და არქიტექტორები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განაშენიანებისა და რეგულირების წესის დოკუმენტის შემუშავება მოხდა , რომლის საბოლოო ვერსია ქუთაისის საკრებულოს გადაეგზავნება.
ქუთაისის მერიის, არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, მუშავდება რეგულაციები და წესები რათა განაშენიანების პროცესის ყველა დეტალი ზონების და კოეფიციენტების შესაბამისად იყოს გაწერილი.