შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის გაზიფიცირება დასრულდა
29.06.2018
უკან დაბრუნება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის გაზიფიცირება დასრულდა. იმერეთის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის რეგიონული ოფისის დირექტორმა დავით ჯაიანმა, ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირით სოფელ დილიკაურში მცხოვრები 732 ოჯახი ისარგებლებს. ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ფუთშიც, რომლის დასრულების შემდეგაც ბუნებრივი აირით 600–მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება აგვისტოში იგეგმება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სულ გაზიფიცირებულია ქალაქი ზესტაფონი და 30 სოფელი. ჯამში ბუნებრივი აირი 18 874 ოჯახს მიეწოდება