შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მდინარე ოღასკურას გაწმენდა და კალაპოტის მშენებლობა მიმდინარეობს
29.06.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში მდინარე ოღასკურას გაწმენდა და კალაპოტის მშენებლობა მიმდინარეობს. კალაპოტის წმენდას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა აღნიშნული სამუშაოებისთვის 500 ათასი ლარი დაიხარჯება და ქალაქს მრავალი წლის პრობლემა მოეხსნება. მდინარე ოღასკურა უხვი ნალექის დროს თითქმის ყოველწლიურად დიდდება და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის .