ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ქუთაისში ათ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
28.06.2018
უკან დაბრუნება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ქუთაისში ათ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მე-10, 30-ე, 32-ე და 36-ე საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ათასწლეულის ფონდის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.
მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, სრული რეაბილიტავია ოცდაათ საჯარო სკოლას ჩაუტარდება, შედეგად კი 15 200 მოსწავლეს სასწავლო გარემო გაუუმჯობესდება. სამუშაოებისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სკოლების ინფრასტრუქტურა და აღიჭურვება ლაბორატორიები. სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.