ერთ-ერთ საკითხად დეპუტატებმა დღეს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს
28.06.2018
უკან დაბრუნება
ერთ-ერთ საკითხად დეპუტატებმა დღეს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს ინიციატივით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა უნდა მოხდეს, რაც პრაქტიკული გამოცდის ქალაქის ტერიტორიაზე ჩაბარებას უკავშირდება. მმართველ გუნდში ცვლილებებს პოზიტიურად აფასებენ. ახალი მოდელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.