დეპუტატებს შორის ურთიერთგანსხვავებული შეფასებების მორიგი თემა პარლამენტში დღეს ,,დაგროვებითი პენსია“ იყო
28.06.2018
უკან დაბრუნება
დეპუტატებს შორის ურთიერთგანსხვავებული შეფასებების მორიგი თემა პარლამენტში დღეს ,,დაგროვებითი პენსია“ იყო. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პენსიის ახალი მოდელი საერთაშორისო პრაქტიკით აპრობირებულია და საქართველოს მაგალითზეც გაამართლებს. აკაკი ზოიძის თქმით, დაგროვებითი სისტემის დამკვიდრება ღირსეული სიბერის გარანტი იქნება, საპარლამენტო ოპოზიციაში კი დასახელებულ მოდელს ცალსახად ეწინააღმდეგებიან.