ქუთაისში, სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო.
21.06.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში, სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები ერთდროულად ქალაქის 13 უბანში მიმდინარეობს. თითოეულის ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჯეო პარკინგმა“ გაიმარჯვა.
მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ელეონორა არჩაიასთან ერთად მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა.