იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
21.06.2018
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე თერჯოლაში რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზისა და დაზიანებული საყრდენი კედლების სამუშაოები ხორციელდება.მონიტორინგის ფარგლებში გრიგოლ დალაქიშვილი გოდოგანი–ნაგარევი–ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის, სოფელ ეწერისა და რობაქიძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამომავოდ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, სასმელი წყლის მაგისტრალების მოწყობა იგეგმება . 2018 წელს თერჯოლაში 16 მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება.