შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კლარნეტის ჯგუფის პედაგოგ მალხაზ მჭედლიშვილის მოსწავლეთა კონცერტი
19.06.2018
უკან დაბრუნება
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში კლარნეტის ჯგუფის პედაგოგ მალხაზ მჭედლიშვილის მოსწავლეთა მონაწილეობით,კონცერტი გაიმართა ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და N3 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა ცნობილ კლასიკოსთა მუსიკალური ნაწარმოებები კლარნეტის, ფლეიტისა და ბლოკფლეიტის გამოყენებით შეასრულეს. მალხაზ მჭედლიშვილი მოსწავლეებს იშვიათ ინსტრუმენტებზე დაკვრას ასწავლის და სამომავლოდ, სურს ისინი სასულე ორკესტრისთვის დამახასიათებელი სხვა ინსტრუმრნტებითაც დააინტერესოს. ამ მიზნით, მან სასულე ორკესტრიც აღადგინა. კონცერტი სწორედ სასულე ორკესტრის წარდგინებით დასრულდა.