გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ერთ ერთი პატიმარი მოინახულეს.
მსჯავრდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ ციხეში ის ე.წ. მაყურებელმა სცემა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის გიორგი ლაბაძის თქმით, პატიმარი კეტეგორიულად უარყოფს, რომ მას დაზიანება ციხის ადმინისტრაციამ ან სხვა პატიმარმა მიაყენა.
მომხდარზე შესაბამისმა ორგანოებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს.