დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრები ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და ქუთაისში მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ
19.06.2018
უკან დაბრუნება
დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრები ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და ქუთაისში მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ. მათ ბესო ქათამაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები შემთხვევის სათანადო გამოძიებას მოითხოვენ. მათი განცხადებით ,,ქართული ოცნების,, ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს და ხელს აფარებს რეალურ დამნაშავეებს. ისინი თვლიან რომ ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პასუხისმგებლობა ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებმაც უნდა აიღონ.ნაციონალური მოძრაობის წევრები მოითხოვენ არაუგვიანეს პარასკევისა ჩაინიშნოს ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა სადაც ,,ქართული ოცნების,, დეპუტატებისთის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ.