ფეხბურთში ეროვნული ლიგის მე_15 ტურის ერთ_ერთი მატჩი საჩხერეში ივანწმინდას სტადიონზე გაიმართა
19.06.2018
უკან დაბრუნება
ფეხბურთში ეროვნული ლიგის მე_15 ტურის ერთ_ერთი მატჩი საჩხერეში ივანწმინდას სტადიონზე გაიმართა. ადგილობრივმა „ჩიხურამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უნასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ქუთაისის საფეხბურთო კლუბი გათამაშების ცხრილში მე_5 ადგილს ინარჩუნებს,გუნდი რეიტინგის გაუმჯობესებას 23 ივნისს თბილისის „საბურთალოსთან“ გასამართ მატჩში შეეცდება.