შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს
18.06.2018
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს.შეხვედრა საკრებულოს დარბაზში გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, ეკონომიკის მართვის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი გიორგობიანთან ერთად ესწრებოდა. საუბარი ორ მხარეს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო ინვესტიციებს შეეხო. უცხოური დელეგაცია ქუთაისში არსებული საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა . აღინიშნეს, რომ სექტემბერში ქალაქს კონკრეტული პროექტებითა და შეთავაზებებით ეწვევიან.