ქუთაისელმა ებრაელებმა ხანუკა აღნიშნეს. დღესასწაული მორწმუნეებს ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მიულოცეს . ხანუკა“ ერთ–ერთი უძველესი და უდიდესი ებრაული დღესასწაულია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–2 საუკუნიდან იღებს სათავეს. დღესასწაული ტაძრის გათავისუფლებასა და კერპებისაგან განწმენდას უკავშირდება.