არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი
13.06.2018
უკან დაბრუნება
მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.
ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის აზერ სულეიმანოვის წინააღმდეგ. მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარები დღეს საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა.