„შეეშვით შვილმოკლულ მამას“ ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა
13.06.2018
უკან დაბრუნება
„შეეშვით შვილმოკლულ მამას“ ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა.სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი ზაზა სარალიძის განცხადებას გამოეხმაურნენ, ,რომლის თანახმადაც ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები მის ცოლისდაზე ზეწოლას ახორციელებენ. აქციის მონაწილეები მერიის წინ შეძახილებითა და სტვენით ითხოვდნენ პასუხს. ლიდერის განცხადებით ეს მონაწილეების სამოქალაქო პროტესტია და პარტიული ნიშნით არ არიან შეკრებილები.აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოეხმაურნენ.