ზაზა სარალიძის ბრალდებას ქალაქის თვითმმართველობაში გამოეხმაურნენ
11.06.2018
უკან დაბრუნება
თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის განცხადებას, რომ მოკლულის ოჯახის წევრებზე ქუთაისის მერიის წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებენ ქალაქის თვითმმართველობაში გამოეხმაურნენ. მერიის მიერ გავრცელებულ იმფორმაციაში მითითებულია, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. ზაზა სარალიძემ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები, მის ცოლისდასთან ოჯახში მივიდნენ და ცდილობდნენ დაერწმუნებიათ, რომ მის დასთან ერთად პროცესებს გამიჯვნოდა.