ქუთაისში აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა
08.06.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. მასში მოკრივეები საქართველოს გარდა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან ჩაერთვებიან. აკაკი კაკაურიძის სახელობის ტურნირი ქალაქის თვითმმართველობის ორგანიზებით მერვედ ეწყობა. ამჯერად შეჯიბრებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.