შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა გაასაჯაროვა
08.06.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა გაასაჯაროვა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დაუცველია უსაფრთხოება, ცხოვრებისთვის საშიში პირობებია, ასევე არასრულყოფილია დოკუმენტაცია, ამავე დსაკვნაში ნათქვამია რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც ადრე კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტს წარმოადგენდა, საცხოვრებლის პირობებს არ აკმაყოფილებს. შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების გამო სიცოცხლისთვის საფრთხისშემცელია“ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ისაუბრა. მისის თქმით ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო შესაბამისი რეაგირების მიზნით.