არჩილ ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა
06.06.2018
უკან დაბრუნება
არჩილ ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალის იზოლატორში მომხდარ ფაქტს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მკვლელობის მუხლებით იკვლევდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საქმეს წამების კვალიფიკაციაც დაემატა. საკითხთანდაკავშირებით დღეს კომენტარები გააკეთეს კანონმდებლებმა.