გარბენი სახელწოდებით „სიცოცხლე მოძრაობაა“ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინიციატივითა და ადგილობრივი თვიმმართველობის მხარდაჭერით მოეწყო.
მასში ქალაქის საჯარო სკოლებისა და კადეტთა სკოლა ლიცეუმის 100 მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
გარბენის მონაწილეებმა სტარტი ავტოქარხნის ხიდიდან აიღეს.ფინიშთან პირველი , 22 ნომრით, კადეტთა სკოლა ლიცეუმის აღსაზრდელი მხეიძე მიხეილი მივიდა და შესაბამისად ჩემპიონიც გახდა.მეორე ადგილი მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეს ერგო. მესამე ადგილი ისევ კადეტთა სკოლა-ლიცეუმს ერგო.
გარბენის მონაწილეებ სამახსოვრო დიპლომებით დაჯილდოვდნენ, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს შესაბამისი მედლები ვიცემერმა გადასცათ.