შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
04.06.2018
უკან დაბრუნება
დღეს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. იგი ტრადიციულად 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულით გვირგვინდება. პეტრე პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება; შესაბამისად, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე. წელს, პეტრე – პავლობის მარხვა 5 კვირიანია. დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ეს მარხვა თევზით ხსნილია. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მოგვიანებით, მარხვის ხანგრძლივობა გაიზარდა - დადგინდა, მოციქულთა ხსენების დღემდე, 12 ივლისამდე ემარხულათ.