შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვებისთვის განსხვავებული აქცია გამართა
02.06.2018
უკან დაბრუნება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვებისთვის განსხვავებული აქცია გამართა. გუბერნიის სხდომათა დარბაზში, ბავშვებმა სიმბოლურად თათბირი გამართეს. შეხვედრაზე ე.წ. მემორანდუმი გაფორმდა და ყველა იმ აქტივობის სიმულაცია განხორციელდა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველდღე ასრულებენ. თათბირის შემდეგ სამუშაო დღე ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში გაგრძელდა, სადაც მასპინძლის როლი 4 წლის ვახომ მოირგო, მან მამასთან, პოლკოვნიკ შალვა ძინძიბაძესთან ერთად, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის შვილს ნიკოლოზ დალაქიშვილს ლიცეუმი დაათვალიერებინა და იქ არსებულ საინტერესო გარემოზე ესაუბრა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ 1 – ლი ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსაც მიულოცა. 9 წლის ნიკოლოზი დღის ცენტრის ბენეფიციარების შემოქმედებას გაეცნო და მათთან ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრა.