საქსტატი 2017 წლის სიღარიბის მაჩვენებლებს აქვეყნებს
31.05.2018
უკან დაბრუნება
საქსტატი 2017 წლის სიღარიბის მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმად აბსოლუტური სიღარიბის დონე წინა წელთან შედარებით, 0,1 პროცენტით შემცირდა და 21,9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელს, მედიანური მოხმარების 60 და 40 პროცენტს ქვემოთ, მთელი მოსახლეობის წილი 2017 წელს გაიზარდა 1,3 პროცენტით და 22,3 და 8.5 პროცენტი შეადგინა. უთანაბრობის ზრდის ძირითად მიზეზს გასული წლის მანძილზე დაფიქსირებული ინფლაცია წარმოადგენს.
სიღარიბის მაჩვენებლები შინამეურნეობების შემოსავლებსა და ხარჯებზე დაყრდნობით განისაზღვრა.