შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა რომ პირველი რესპუბლიკის იუბილეს და ზოგადად 26 მაისს მექანიკურად ვზეიმობთ
30.05.2018
უკან დაბრუნება
განცდა მიჩნდება, რომ პირველი რესპუბლიკის იუბილეს და ზოგადად 26 მაისს მექანიკურად ვზეიმობთ, ყოველგვარი შინაარსის გარეშე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ თარიღის განხილვა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების, ომის, ოკუპაციის ჭრილში, აუფასურებს შინაარსსა და მნიშვნელობას იმ სამი წლისას, რაც პირველ სოციალურ-დემოკრატიული მთავრობის პერიოდს თან ახლდა.