შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სულის ორშაბათი-სამებობა
28.05.2018
უკან დაბრუნება
სულთმოფენობის დღესასწაულის, შემდგომი ორშაბათი ეკლესიის მიერ ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასის (პირის) – სულიწმიდისადმი, განსაკუთრებული სადიდებლის – სამადლობელის აღსავლენად დაწესდა. სულიწმიდის მადლი ხილულად გარდამოვიდა მოციქულებზე. ამ მოვლენით ახალი მარადიული აღთქმა დაიდო ღმერთსა და ადამიანებს შორის და მორწმუნეებს ყოვლადწმიდა სამების სადიდებლად მოგვიწოდა, რის გამოც ეს ორშაბათი სულის ორშაბათად იწოდება . ვინაიდან, მამა ძე და სული წმინდა ერთარსია, შესაბამისად, ეს დღე სამების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვით აღინიშნა.