შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლაშა ჭანტურიას განცხადებით, მოსავლის ხარისხის გასაზრდელად და აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოპრეპარატების შემუშავებასა და გამოცდებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
28.05.2018
უკან დაბრუნება
ჩვეულებრივი თხილის პლანტაციების განგანსხვავებით, სადაც ქიმიური პესტიციდების გამოყენება ნებადართულია, სხვა მიდგომა აბიომეურნეობებში, როგორც ლაშა ჭანტურია ამბობს, მოსავლის ხარისხის გასაზრდელად და აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოპრეპარატების შემუშავებასა და გამოცდებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ცდები ორ უცხოურ და ერთ ქართულ პრეპარატზე მიმდინარეობს. ჭანტურია დადებითად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულ წამლობას, თუმცა აქვე განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში თხილნარი ძირითადად რთულად მისადგომ რელიეფზეა გაშენებული. ასეთ შემთხვევებში თხილის მწარმოებელი ბიომეურნეები მავნებელთან ბრძოლას „მოიზიდე და მოკალი“ სისტემებით აპირბენ. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას კოორდინატორის თქმით 2017 წელი თხილის მწარმოებლებისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო რთული იყო. სპეციალისტი წლევანდელ წელს ბევრად უკეთეს შედეგს ელოდება. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.