დღეს მეხანძრე-მაშველებს ახალი ყოველდღიური ფორმები გადასცეს
12.12.2015
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს,რომლის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა მეხანძრე-მაშველების სრულ შემადგენლობას ახალი ყოველდღიური ფორმები გადასცა.აღნიშნული ღონისძიება მთელი ქვეყნის მაშტაბით განხორციელდა.მეხანძრე-მაშველებს უახლოეს მომავალში ახალი საბრძოლო ფორმებიც გადაეცემათ,განახლება ავტოპარკი,რაც ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე ეფექტურ რეაგირებას და სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას.