2017 წელმა საზოგადოებას თავი მასშტაბური ხანძრებით დაამახსოვრა
05.05.2018
უკან დაბრუნება
2017 წელმა საზოგადოებას თავი მასშტაბური ხანძრებით დაამახსოვრა. მიმდინარე საპარლამენტო კვირას დეპუტატებმა გასული წელი და ხანზრებით გამოწვეული ზიანი გაიხსენეს.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გარემოს დაცვის კომიტეტს კითხვით მიმართა, ზურაბიშვილი პრევენციული ღონისძიებებით დაინტერესდა რაც წელს ხანძრების სავარაუდო საფრთხეს შეამცირებს ან გამორიცხავს.
ზურაბიშვილს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ უპასუხა.