ვალერიან ქაშაკაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაღდათში
05.05.2018
უკან დაბრუნება
ცნობილი საოპერო ხელოვნების დიდოსტატის ვალერიან ქაშაკაშვილის 120 წლის იუბილეს მიეძღვნა, ბაღდათში მისივე სახელობის სამუსიკო სკოლის ვიოლინოს განყოფილების კონცერტი.
გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე პიროვნება რომელმაც თაობები აღზარდა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
კინომუსიკისა და თეატრალურმა სინთეზმა, დამსწრე აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. წელს ვალერიან ქაშაკაშვილის ხელოვნების უკვდავსაყოფად კიდევ ორი კონცერტი გაიმართება.