ზაზა გაბუნიას ინიციატივით სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ფორმატი ფუძნდება
04.05.2018
უკან დაბრუნება
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინიციატივით სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ფორმატი ფუძნდება,რაც მიზნად ისახავს შექმნას მაღალი დონის მუდმივმოქმედი და ფორმალიზებული საკონსტიტუციო მექანიზმი,ცენტრსა და თვითმმართველობას შორის.ფორუმის ფარგლებში პირველი შეხვედრა ახალციხეში 5-6 მაისსაა ჩანიშნული.ხოლო წლის მანძილზე დიალოგის ფორმატში სამი შეხვედრა შედგება რაც დეცენტრალიზაციის რეფორმას შეუწყობს ხელს.