მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წულაია დააკავეს
04.05.2018
უკან დაბრუნება
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წულაია დააკავეს. მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების უკანონოდ გასხვისება ედება ბრალად.
ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე მერიის ექვსი თანამშრომელი იმყოფებოდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე გრიგალავას ინფორმაციით, დაკავებულია მხოლოდ დიმა წულაია. საჭიროების შემთხვევაში თავად გრიგალავა მზადა საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლოს.